= სიახლეები =
PMAG კლასტერსა და უნგრულ შესაფუთი ტექნოლოგიების კლასტერ "OMNIPACK-ს” შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობილი ძალისხმევითა და თანამშრომლობით შესაფუთი მასალების ინდუსტრიაში ჩართული უნგრული და ქართული ასოციაციების/კლასტერებისა და მათი წევრი კომპანიების მხარდაჭერას. PMAG–ის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში, უნგრეთში სასწავლო ტურის დროს დაამყარეს საქმიანი ურთიერთობა OMNIPACK
PMAG კლასტერს იმერეთიდან კიდევ ერთი ახალი კომპანია შპს „გურმანი“ შემოუერთდა. გურმანი 25 წლიანი ისტორიის მქონე ქუთაისური ბრენდია, რომელიც ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ძეხვებსა და საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს. ბრენდი ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესებსა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზე. „გურმანის“ პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულისგან იწარმოება. ყველა პროდუქტი ქუთაისის საწარმოში მზადდება და იმავე დღეს ხვდება მაღაზიების დახლებზე.
შპს ბაია ფუდი კლასტერის ახალი წევრია ბრენდი „ბაია“ იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და გულმოდგინედ გადარჩეული 100%_ით ნატურალური ნედლეულისგან აწარმოებს ნოყიერ ფაფებს, ბურღულეულსა და სხვა სასარგებლო პროდუქტის ფართო ასორტიმენტს.
მეღვინეობა შილდა PMAG-ის წევრი გახდა. „მეღვინეობა შილდა“ 2014 წელს დაარსდა. კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, რომელიც მოქცეულია მევენახეობის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ ზოლში - ქინძმარაულის ზონაში. საწარმო ექვს ჰექტარზეა განთავსებული და აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და ფრანგული დანადგარებით. შილდას ღვინო საგულდაგულოდ შერჩეული ტრადიციული ყურძნის ჯიშებისგან თანამედროვე მეთოდებით მზადდება. მეღვინეობა
ეკო ჯორჯია PMAG კლასტერის წევრი გახდა. შპს ეკო ჯორჯია, არის პირველი საწარმო საქართველოში რომელიც აწარმოებს ბიოპლასტის გრანულებს. ტექნოლოგია დაპატენტებულია ჩინეთში, რაც გულისხმობს სიმინდის სახამებლისგან ბიოპლასტის PLA მასალის მიღებას რომლის გამოყენება შეიძლება როგორც პარკის დასამზადებლად ასევე ყველა ტიპის ერთჯერადი მოხმარების პროდუქტში რომლის დასამზადებლად მაღალი წნევის პოლიეთილენი გამოიყენება.
შესაფუთი მასალების მწარმოებლეთა კლასტერს კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა. ამჯერად, საკონსერვო საწარმო „ედენა“ გახდა PMAG_ის წევრი. კომპანია „ედენა“ იმერეთში, თერჯოლაშია განთავსებული და ნატურალური ხილ-ბოსტნეულის პროდუქციას აწარმოებს. ედენას კონსერვები, მარინადები და საწებლები არ შეიცავს კონსერვანტებს, მზადდება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტებისგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ყველა წესის დაცვით. „ედენა“ წარმოებული პროდუქტის 95%-ს