ეკო ჯორჯია PMAG კლასტერის წევრი გახდა.
შპს ეკო ჯორჯია, არის პირველი საწარმო საქართველოში რომელიც აწარმოებს ბიოპლასტის გრანულებს. ტექნოლოგია დაპატენტებულია ჩინეთში, რაც გულისხმობს სიმინდის სახამებლისგან ბიოპლასტის PLA მასალის მიღებას რომლის გამოყენება შეიძლება როგორც პარკის დასამზადებლად ასევე ყველა ტიპის ერთჯერადი მოხმარების პროდუქტში რომლის დასამზადებლად მაღალი წნევის პოლიეთილენი გამოიყენება.
კომპანიაში დასაქმებულია ამჟამად 25 ადამიანი, საწარმოო პროცესი 5 ეტაპისგან შედგება. საბოლოო პროდუქტის - კომპოსიტრებადი პარკის რეალიზების მთავარ სეგმენტს კი მრავალქსელური მარკეტები წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი მისია საქართველოში პარკების საწარმოებლად გამოყენებული პოლიეთილენის, ალტერნატიული ecofriendly მატერიალით ჩანაცვლებაა, რომელიც ზიანს არ აყენებს ეკოლოგიას. შპს ეკო ჯორჯია მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივებით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვას და ბიოპლასტის გრანულების ევროპის ბაზარზე რეალიზებას.
ამრიგად, ეკო ჯორჯიას კლასტერში გაწევრიანების შემდეგ, PMAG კლასტერი უკვე 24 კომპანიას აერთიანებს შეფუთვების ღირებულებათა ჯაჭვიდან.
PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.