'ედენა' კლასტერის წევრი გახდა

'ედენა' კლასტერის წევრი გახდა

შესაფუთი მასალების მწარმოებლეთა კლასტერს კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა. ამჯერად, საკონსერვო საწარმო „ედენა“ გახდა PMAG_ის წევრი.

კომპანია „ედენა“ იმერეთში, თერჯოლაშია განთავსებული და ნატურალური ხილ-ბოსტნეულის პროდუქციას აწარმოებს. ედენას კონსერვები, მარინადები და საწებლები არ შეიცავს კონსერვანტებს, მზადდება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტებისგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ყველა წესის დაცვით.
„ედენა“ წარმოებული პროდუქტის 95%-ს ექსპორტზე უწევს რეალიზაციას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ PMAG კლასტერთან თანამშრომლობით შესაფუთი მასალების მწარმოებლების გარდა ინდუსტრიული მომხმარებლებიც ინტერესდებიან. კლასტერში გაერთიანება შეუძლია, როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელ კომპანიას, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა საფეხურზე ჩართულ
სხვა კომპანიებს. PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@pmag.ge-
ზე.