PMAG კლასტერს იმერეთიდან კიდევ ერთი ახალი კომპანია შპს „გურმანი“ შემოუერთდა

PMAG კლასტერს იმერეთიდან კიდევ ერთი ახალი კომპანია შპს „გურმანი“ შემოუერთდა
PMAG კლასტერს იმერეთიდან კიდევ ერთი ახალი კომპანია შპს „გურმანი“ შემოუერთდა.

გურმანი 25 წლიანი ისტორიის მქონე ქუთაისური ბრენდია, რომელიც ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ძეხვებსა და საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს. ბრენდი ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესებსა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზე.

„გურმანის“ პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულისგან იწარმოება. ყველა პროდუქტი ქუთაისის საწარმოში მზადდება და იმავე დღეს ხვდება მაღაზიების დახლებზე.

ამჟამად გურმანი 200 -მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს და ქუთაისის მასშტაბით 4 საფირო მაღაზიის მფლობელია.

როგორც იცით, PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად,

მოხარულები ვართ რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე შესაფუთი მასალების ინდუსტრიული მომხმარებლები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა შპს „გურმანი“.

საწარმოს გვერდი სოციალურ სივრცეში: https://www.facebook.com/gurmaniltd/