შპს ბაია ფუდი კლასტერის ახალი წევრია
ბრენდი „ბაია“ იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და გულმოდგინედ გადარჩეული 100%_ით ნატურალური ნედლეულისგან აწარმოებს ნოყიერ ფაფებს, ბურღულეულსა და სხვა სასარგებლო პროდუქტის ფართო ასორტიმენტს.
ბაიას პროდუქტი დამზადებულია ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისაგან, იგი საერთოდ არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს.
ბაია ფუდი საკუთარ პროდუქციას ისეთ მაღაზიათა ქსელებში უწევს რეალიზაციას, როგორებიცაა: კარფური, გუდვილი, აგროჰაბი, სმარტი, ასევე, იმპექსისა და ავერსის სააფთიაქო ქსელებში.
ბაია ფუდის ბურღულეული და ფაფები განკუთვნილია ადრეული ასაკიდან ოჯახის ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით კი ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის.
კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.baiafood.ge/?lang_id=ge
როგორც იცით, PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად, მოხარულები ვართ რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა საფეხურზე ჩართული სხვა კომპანიები, მათ შორის შესაფუთი მასალების ინდუსტრიული მომხმარებლები.