= სიახლეები =
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ფორვარდი ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან საქმიანობს. ამ მოკლე ხანში, ჩვენმა პროდუქციამ 150-მდე დასახელების ხორცპროდუქტი გააერთიანა, რომელთა დაგემოვნებაც მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
შპს ბიო პლასტი ნედლეულის იმპორტიორი კომპანიაა, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში დაიწყო საქმიანობა და შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს საჭირო ნედლეულით ამარაგებს. საქართველოში ბიო პლასტის მიერ იმპორტირებულ ნედლეულს ამჟამად 20-მდე ადგილობრივი კომპანია იყენებს წარმოების პროცესში.
კომპანია “ბაიას ღვინო” იმერეთში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ობჩაში არსებული ღვინის საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიციას აგრძელებს. აბულაძეების ოჯახი 8 სახეობის ღვინოს საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით ამზადებს, რომელიც იმერეთის საუკეთესო მიკროზონაშია გაშენებული.
ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია აფასოებს მის მიერ წარმოებულ პროდუქციას და შემდეგ ახდენს დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და მალევე გახდა მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანია საქართველოში.
„მბმ პოლიგრაფი“ 15 წლიანი გამოცდილების მქონე სტამბაა ქუთაისში. კომპანიის მთავარი საქმიანობა კომპლექსური სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურებაა. საწარმოს ძირითადი მიმართულება საგამომცემლო საქმიანობა, ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული დიზაიანია. კონკრეტულად კი ოფსეტური ბეჭდვა და ციფრული ბეჭდვა - წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, აფიშები, სავიზიტო ბარათები, ბროშურები, ტრიპლეტები, კალენდრები, ეტიკეტები, საკვები პროდუქტის შესაფუთი ყუთები - ყველაფერი, რაც ს
“ხავერდოვანი ჩაი”ჭიათურაში ადგილობრივი მაცხოვრებლის მიერ შექმნილი კოოპერატივია, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო საქმიანობა. კოოპერატივი ჯამში 21 ჰექტარზე გაშენებულ ჩაის უვლის და სხვდასხვა ტიპის პროდუქტს აწარმოებს.