= სიახლეები =
ა(ა)იპ შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილ კლასტერის მართვის ორგანიზაციამ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტების მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე კადრები
შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილ კლასტერის მართვის ორგანიზაციასა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობასა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე, რათა ხელი შეუწყონ მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას. მომავალში, თანამშრომლობის ფარ
კომპანია “ცივის ყველი” PMAG კლასტერს შემოუერთდა. საწარმო „ ცივის ყველი“ დაარსდა 2008 წელს თელავის სოფ. კურდღელაურში და მას შემდეგ მუშაობს როგორც ძროხის, ასევე კამეჩის რძეზე. დღეისათვის “ცივის ყველი” 11 სახეობის 70 ნაირსახეობის ყველს, სულგუნს, ნადუღს, ხაჭოს, კარაქს ამზადებს. კომპანიის პროდუქცია იყიდება არა მხოლოდ საქართველოში, ის ექსპორტის სახით გადის საზღვრებს გარეთაც.
PMAG კლასტერი მსოფლიო შესაფუთი მასალების ორგანიზაციის (WPO) კანდიდატი წევრი გახდა. PMAG-ის წარმომადგენლებმა WPO-ს პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ქართული კლასტერი გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს. მოლაპარაკებების შედეგად, PMAG-ს კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭა,
საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციამ შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ახალგაზრდა გიდების ასოციაციას დამცავი ფარები გადასცა და იმერეთში მოქმედი გიდები სრულად აღჭურვა.
საქართველოს შესაფუთი მასალების ასოციაციის კახეთის რეგიონის წარმომადგენელმა, თენგიზ მთვარელიშვილმა, გარემოს დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ შესაფუთი მასალების მიმართლებით მომუშავე კომპანიებს და ასევე, ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ მეწარმეებს გადასცა სასაჩუქრე ნაკრები და დამცავი ფარები. ასევე, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.