PMAG-მა და OMNIPACK-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

PMAG-მა და OMNIPACK-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
PMAG კლასტერსა და უნგრულ შესაფუთი ტექნოლოგიების კლასტერ "OMNIPACK-ს” შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობილი ძალისხმევითა და თანამშრომლობით შესაფუთი მასალების ინდუსტრიაში ჩართული უნგრული და ქართული ასოციაციების/კლასტერებისა და მათი წევრი კომპანიების მხარდაჭერას.

PMAG–ის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში, უნგრეთში სასწავლო ტურის დროს დაამყარეს საქმიანი ურთიერთობა OMNIPACK-ის კლასტერთან. მას შემდეგ ორივე მხარე აქტიურად ცვლის ინფორმაციას, რაც საბოლოოდ მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

მხარეთა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს შემდეგ სფეროებს: ნედლეულის შემსყიდველი ერთობლივი ჯგუფების ჩამოყალიბება; შეფუთვის ტექნოლოგიების შემუშავება; კლასტერების საერთო პროექტების დაგეგმვა;

მემორანდუმი ასევე აცნობიერებს პოსტ–პანდემიური შესაძლებლობების გამოყენების კუთხით თანამშრომლობას.
ისევე, როგორც ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაცვლასა და ახალი პროდუქტის განვითარებას.