ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ფორვარდი ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან საქმიანობს.
ამ მოკლე ხანში, ჩვენმა პროდუქციამ 150-მდე დასახელების ხორცპროდუქტი გააერთიანა, რომელთა დაგემოვნებაც მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
პროდუქციის მრავალფეროვნება პრემიალური ხაზის შებოლილი ძეხვეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ასორტიმენტს გულისხმობს.
ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოში ხორცპროდუქტების მოხმარების კულტურის დანერგვა-განვითარება და ევროპული სტანდარტების დანადგარებისა და ტრადიციული რეცეპტურის შეხამებით მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაა.
როგორც იცით, PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე შესაფუთი მასალების ინდუსტირული მომხმარებლები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა შპს ფორვარდ.