ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია აფასოებს მის მიერ წარმოებულ პროდუქციას და შემდეგ ახდენს დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში.
ჰერბიამ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და მალევე გახდა მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანია საქართველოში.
ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სანდრო ადგილობრივ პროდუქციას მთელი წლის განმვალობაში. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
ჰერბია შესაფუთი მასალების ინდუსტრიული მომხმარებელია, შესაბამისად ის შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოქმედი ორგანიზაციაა და PMAG მოხარულია, რომ იმერეთიდან კიდევ ერთი წევრი შემოუერთდა.