შემფუთველთა კლასტერს ნედლეულის მომწოდებელი კომპანია შემოუერთდა

შემფუთველთა კლასტერს ნედლეულის მომწოდებელი კომპანია შემოუერთდა

შპს ბიო პლასტი ნედლეულის იმპორტიორი კომპანიაა, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში დაიწყო საქმიანობა და შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს საჭირო ნედლეულით ამარაგებს.

საქართველოში ბიო პლასტის მიერ იმპორტირებულ ნედლეულს ამჟამად 20-მდე ადგილობრივი კომპანია იყენებს წარმოების პროცესში.

ბიო პლასტში იმპორტის ზრდაზე არიან ორიენტირებული და კომპანია მომავალში კიდევ უფრო გაზრდის როგორც მომწოდებლების რაოდენობას, ასევე ნედლეულის მრავალფეროვნებას.

PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე ნედლეულის მომწოდებლები.