= სიახლეები =
შევაჯამეთ კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში განხორციელდა.
ვამაყობთ შემფუთველთა კლასტერის, PMAG, მიღწევებით, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბიზნეს კლასტერად ჩამოყალიბდა.
ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება ახალ პერსპექტივებს უქმნის საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. თითოეულ ქართულ პროდუქტს თავისი ისტორია, ხანდახან ლეგენდაც კი მოყვება, რაც კიდევ უფრო მეტად იზიდავს ევროპელ მომხმარებელს.
გაიცანით ჩვენი კლასტერის ღირებული წევრი: Polyvim LLC - PET ბოთლების გადამუშავება მდგრადი მომავლისთვის! მათი ერთგულება პლასტმასის ნარჩენების შემცირებისა და მწვანე მომავლის ხელშეწყობისთვის - იდეალურად ემთხვევა ჩვენი კლასტერის მისიას.
საინტერესო სიახლე კახეთის რეგიონიდან! LL Plast - ის ნაბიჯი რეციკლირებულ წარმოებაში! კომპანიამ უკვე დაიწყო მეორადი პლასტიკის პარკების შეგროვება და კვლავწარმოება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი-ის მხარდაჭერით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" ფარგლებში, შესაფუთი მასალების მწარმოებელმა ექვსმა ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენაში Interpack 2023.