LL STUDIO PMAG კლასტერის ახალი წევრია იმერეთიდან

LL STUDIO PMAG კლასტერის ახალი წევრია იმერეთიდან
ი.მ ლევანი ლექვინაძის კომპანია “LL STUDIO” მდებარეობს ქუთაისში და საქმიანობას ეწევა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით:

1. ბრენდირებული ტექსტილის პროდუქციის დამზადება: მაისურები, კეპები, ნაჭრის ჩანთები, ჰუდები, ხალათები, პირსახოცები, სხვადასხვა ტიპის უნიფორმები და ა.შ. ბრენდირება ხდება როგორც თერმოტრანსფერის, ასევე კოპიუტერული ქარგვით.
2. მცირე პოლიგრაფია: სავიზიტო ბარათები, ფლაერები, ეტიკეტები, ბუკლეტები, კალენდრები, ბლოკნოტები და ა.შ.
3. სხვადასხვა სახის ბრენდირებული პროდუქციის დამზადება: კალმები, სხვადასხვა სახის ჭიქები, კედლის საათები, მეხსიერების ბარათები და ა.შ.

PMAG შემფუთველთა კლასტერი მოხარულია, რომ კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა იმერეთის რეგიონიდან.