= სიახლეები =
კომპანია “ფრუტერა” დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს საოჯახო ბიზნესის თანამედროვე სახეს. საწარმო და ხილის ბაღები მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში.
კოლორპაკი ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც ემსახურება, როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
“Coffee friends since 2019” მომხმარებლისთვის ყავის ინდივიდუალურ გემოებს ქმნის და 2019 წლიდან ქუთაისში, სავაჭრო ქსელში „ქარვასლა“ უწევს რეალიზაციას.
„მიო ჯელატო“ არის სანაყინე ობიექტი, რომელიც საკუთარი რეცეპტით ამზადებს ნაყინის ფართო ასორტიმენტს, გარდა ამისა, ყავის ნაირსახეობით, პიცითა და სალათებით უმასპინძლდება მომხმარებელს.
სწრაფი კვების რესტორანი „პეკინი“ მდებარებს ქალაქ ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, სადაც თავად ბიზნესის მფლობელი განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული მაკარონითა და ზღვის პროდუქტებით ქმნის ჩინურ, ტაილანდურ, იაპონურ და ზოგადად, აზიური სამზარეულოს კერძების ნაირსახეობებს. ობიექტზე დასაქმებულია 5 ადამინი.
შპს აგროექსპორტი სთავაზობს მომხმარებელს პლასტმასის ყუთებს, როგორც საპლანტაციო გამოყენებისათვის, ისე ხილ-ბოსტნეულის დაფასოებისათვის.