ლლ პლასტი კლასტერს შემოუერთდა

ლლ პლასტი კლასტერს შემოუერთდა

კომპანია ლლ პლასტი PMAG კლასტერს შემოუერთდა

კომპანია ლლ პლასტმა საწმიანობა 2003 წელს . თელავში დაიწყო და საწყის ეტაპზე ძირითადად პეტ ბოთლების გაბერვა - რეალიზაციას ახდენდა. 2009 წლიდან კომპანიამ დაიწყო პოლიეთლენის პარკების წარმოება და რეალიზაცია საქართველოს შიდა ბაზარზე. 2016 წელს კი ლლ პლასტის საწარმოო პაკეტს დაემატა ახალი მიმართულება, პეტ პრეფორმების (კაფსულების) წარმოება

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 28 ადამიანი.

ამრიგად, PMAG კლასტერი უკვე თექვსმეტ კომპანიას აერთიანებს და სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს. PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.

დამატებითი ინფორმაცია “ბიპლასტის” შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.

PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.