= დეტალები =
შპს პოლივიმი არის PET ბოთლების გადამამუშავებელი და პოლიესტერის სინთეზური
ქსოვილის მწარმოებელი კომპანია საქართველოში. კომპანია აშენებს პოლიესტერის
სინთეზური ქსოვილის ქარხანას, რომელიც ნედლეულის სახით იყენებს პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) მეორად ბოთლებს. სინთეტიკური ბოჭკოები გამოიყენება ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის, ამ და სხვა დაკავშირებული სფეროებისთვის. საქართველოში ყოველწლიურად წარმოიქმნება დაახლოებით 900,000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი. ნარჩენების მართვისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის მიზნით, საქართველომ დაადგინა თავისი ეროვნული მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ურბანული მყარი ნარჩენების (მუნიციპალური ნარჩენების) 100 % რეგულარულად შეგროვდება და 80 % 2030 წლამდე კარგად იქნება მართული. პოლივიმს სიამაყით სურს იყოს ამ განვითარების და მოძრაობის ნაწილი უკეთესი მომავლისკენ.
ჩვენი მთავარი მიზანია PET (პოლიეთილენის ბოთლები), PP და PE პლასტმასის ჯგუფების გადამუშავება და დამატებითი ღირებულების პროდუქტის შექმნა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პროექტისა და ინდუსტრიის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით.