შილდა

შილდა

აღმაშენებლის ხეივანი 138ა, თბილისი

ტელ.: +995 032 2971 716

ელ-ფოსტა: Khatia.Benidze@shilda.com

ვებგვერდი: http://www.shilda.com

More details

= დეტალები =

მეღვინეობა შილდა“ 2014 წელს დაარსდა. კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, რომელიც მოქცეულია მევენახეობის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ ზოლში - ქინძმარაულის ზონაში. საწარმო ექვს ჰექტარზეა განთავსებული და აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და ფრანგული დანადგარებით.

შილდას ღვინო საგულდაგულოდ შერჩეული ტრადიციული ყურძნის ჯიშებისგან თანამედროვე მეთოდებით მზადდება. მეღვინეობა „შილდას“ მთავარი მიზანია, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნითა და ინოვაციური მიდგომით შექმნას უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო.

დღესდღეობით კომპანია შილდა 20 სახეობაზე მეტ ღვინოს აწარმოებს ტრადიციული და კახური ტრადიციული მეთოდით, ასევე ქართულ ბრენდის, ყურძნის არაყს და ჭაჭას. შილდას პროდუქციას აღებული აქვს უამრავი ჯილდო პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორიც არის Decanter, Mundus Vini, International Wine Challenge და სხვა.