შპს ქუთაისის უნივერსიტეტი არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, გაცნობიერებული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე, კეთილსინდისიერი და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათი უნიკალური ინდივიდუალური თავისებურებების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სწავლა-სწავლებისა და კვლევის მიმზიდველი სამუშაო, სასწავლო და რეკრეაციული გარემოს შეთავაზებით.
აგრეთვე, აცნობიერებს რა მის სოციალურ პასუხიმგებლობას, თავის და საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართულობით უნივერსიტეტი ხელს უწყობს რეგიონის პროფესიულ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.