კომპანია ,,მეგაპლასტი“ წარმოადგენს პლასტმასის შესაფუთი მასალების მწარმოებელსაწარმოს, 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე, კომპანია ევროპულიტექნოლოგიით ამზადებს სხვადასხვა ტევადობის კვების პროდუქტების შესაფუთკონტეინერებს, საწარმო დაფუძნებულია 100%-ი ქართული კაპიტალით, წარმოებისპროცესი მიმდინარეობს იტალიურ, შვეიცარულ და გერმანულ დანადგარებზე;
კონტეინერები მზადდება სერტიფიცირებული მასალით, რომელიც 100 %-ითთავსებადია კვების პროდუქტებთან, კონტეინერები გამოიყენება კვების პროდუქტებისშესაფუთად, მათ შორის: რძის პროდუქტების, მაიონეზის, თაფლის, თევზის,ზეთისხილის, ჯემების, ტყემლის, კეტჩუპის, საწებლების და სხვა; აგრეთვე გამოიყენებასაღებავების, წებო-ემულსიების და სხვა ქიმიური პროდუქტების შესაფუთად.
,,მეგაპლასტი’’ საქართველოში შესაფუთი კონტეინერების ერთადერთი მწარმოებელიკომპანიაა, რომელშიც დანერგილია უახლესი (IML) ტექნოლოგია, რომელიცპროდუქციის ჩამოსხმას და ეტიკეტირებას ერთდროულად აკეთებს;ადგილობრივ გადამამუშავებელ საწარმოებს უკვე აქვთ საშუალება შეკვეთებისრაოდენობა და ჯერადობა მაქსიმალურად შეუსაბამონ საკუთარი წარმოებისმოცულობებსა და საჭიროებებს;
კომპანია „მეგაპლასტი“ მჭიდროდ თანამშრომლობს მეწარმეობის განვითარებისსააგენტოსთან, სწორედ აღნიშნული სააგენტოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“დახმარებით მოხდა კომპანიის ტექნიკური გადაიარაღება და უახლესი ტექნოლოგიებისდანერგვა
კომპანია „მეგაპლასტი“ გააგრძელებს განვითარებას და მომავალში ბევრ ახალპროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქართულიმრეწველობის განვითარებაში.