პოლიერდო

შპს პოლიედრო

ქ. თბილისი, მექანიზაციის ქ. #1.

E-mail: Poliedro2015@gmail.com

TEL: +995 558 775 745;

+995 555 768 444;

Web: www.poliedro.ge

More details

= დეტალები =

ჩვენი კომპანია – შპს პოლიედრო დაარსდა 2012 წლის ბოლოს;  მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა პოლიეთილენის გაჭიმულის ფირის იმპორტი, გადახვევა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. 2015 წელს კომპანიამ “აწარმოე საქართველო”-ს ფარგლებში ლიზინგით შეიძინა გერმანული  რაიფენჰაუზერის ფირმის მეორადი დანადგარი, რომლითაც დაიწყო საქართველოში ადგილობრივი პროდუქციის  – პოლიეთილენის გაჭიმული ფირის წარმოება და რეალიზაცია. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 20-25% ათვისება და დღეს მისი ძირითადი მომხმარებლები არიან ისეთი კომპანიები, როგორიც არიან:  გლობალ ბიერ ჯორჯია, მეღვინეობა ხარება, კარფური, დომინო, კახური ტრადიციული მეღვინეობა, მარნისკარი, თელიანი ველი, თელავის ღვინის მარანი, კომპანია ბესინი, დიპლომატ ჯორჯია, ასკანელი ძმები, PSP, ჰენკელი, გორგია, ნოვა, პეპსი, და ა.შ.

2017-2018 წლებში კომპანია ახორციელებდა ექსპორტს აზერბაიჯანსა და თურქეთში; დღეისათვის ექსპორტს ვახორციელებთ მხოლოდ თურქეთის მიმართულებით.

კომპანიაში დასაქმებულთა რაოდებნობა შეადგენს 20 ადამიანს, აქედან ქალთა რაოდენობა შეადგენს 2–ს.

ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც შესაბამისად აისახება პროდუქციის ხარისხში, ხდება მისი ეტაპობრივად გაუმჯობესება.

კომპანიას დასახული აქვს 2022 წლისთვის ახალი, თანამედროვე, მაღალი წარმადობის დანადგარის შეძენა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს.