კავკასპაკი

კავკასპაკი

დავით გარეჯის ქ. 30, რუსთავი,

ტელ.: + 995 322 63 12 21

ელ-ფოსტა: info@caucaspack.com

ვებგვერდი: http://www.caucaspack.com

More details

= დეტალები =

კომპანიის შესახებ:

კომპანია "კავკასპაკ"-ი, დაარსდა 2007 წელს. მისი საქმიანობის სფერო ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებაა, ამ დარგში, საქართველოს ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, კომპანია წარმატებით ანხორციელებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს რეგიონში.

ჩვენი წარმოების ხაზი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური მანქანა- დანადგარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, ხოლო მათი კვალიფიკაციისა და მოტივაციის ხარისხის ამაღლება ჩვენი უმთავრესი მიზანია. ეს ყველაფერიკი წარმოებისა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტების არსებობას უზრუნველყობს.

შპს კავკასპაკის მენეჯმენტის მთავარი ამოცანა მოხმარებელზე ორიენტაციაა, ამიტომაც ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ კომფორტულ და კონკურენტუნარიან გარემოს, რაც პროდუქციის მაღალ ხარისხში, მრავალფეროვნებაში და მომსახურების მოქნილობაში გამოიხატება.
წარმოება ქ. რუსთავში მდებარეობს,ხოლო სასაწყობე ფართი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია განლაგებული.

მიზანი და მისია:

კომპანიის მისია - ჩვენი შეთავაზება იყოს მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი, ვიყოთ ცნობადი, ინოვაციური და მუდამ სიახლეზე ორიენტირებული კომპანია. კომპანიის მიზანი - დავიმკვიდროთ და შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიციები ბაზარზე. დავიმსახუროთ მომხმარებლის ნდობა და ჩვენი მომხმარებლები მუდამ კმაყოფილები იყვნენ ჩვენი მომსახურებით.