◗ საგრანტო პროგრამა ◖
სტრატეგიული ინვესტიციები ზრდისთვის შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებისთვის
განცხადება: საგრანტო კონკურსი
|
ორგანიზაცია: UNDP
|
მიღების ვადა: 23 აპრილი 2021
|
|
ღია კარის დღეები:
25 თებერვალი, 2021: 14:00 საათი
11 მარტი, 2021: 16:00 საათი
18 მარტი, 2021: 16:00 საათი
25 მარტი, 2021: 16:00 საათი
8 აპრილი, 2021: 16:00 საათი
15 აპრილი, 2021: 16:00 საათი
ღია კარის დღეებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულით:
რეგისტრაცია
რეგისტაციის გავლის შემდეგ, ღონისძიებაზე დასასწრებად, ელექტრონული ფოსტით მიიღებთ შესაბამის ბმულს (ზუმის პლატფორმაზე).
|
ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ აცხადებს განაცხადების მიღებას საგრანტო პროგრამაზე: „სტრატეგიული ინვესტიციები ზრდისთვის შეფუთვების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებისთვის“.
განაცხადების მიღების მოთხოვნის მიზანია, მოიწვიოს დაინტერესებული კომპანიები, რომელთაც სჭირდებათ თანადაფინანსება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასაუმჯობესებლად რათა შეძლონ გაყიდვებისა და დასაქმების ზრდა, პროდუქციის ხარისხისა თუ საწარმოო პროცესების გაუმჯობესება, დამატებითი ღირებულების შემქმნელი პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნა და განახლება. პროექტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დაფინანსება ბენეფიციარ კომპანიებს დაეხმარება შემოსავლების ზრდაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებისა თუ საწარმოო პროცესების დანერგვასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში.
მიზნობრიობა
საგრანტო-საინვესტიციო პროექტების მიზნობრივი სფეროებია:
- საწარმოო სიმძლავრეებისა და პროცესების განახლება და მოდერნიზაცია - მანქანა-დანადგარების შეძენა/განახლება, საწარმოო და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და რეინჟინერინგი, საწარმოო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება და დანერგვა;
- პროდუქტის ან მომსახურების დამატებული ღირებულების ზრდა - გამოშვებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროდუქტის ან მომსახურების ინოვაცია, პროდუქტის განახლება ან ახალი პროდუქტის დანერგვა;
- წარმოების/მომსახურების პროცესებში ხარისხობრივი ცვლილებების შეტანა - საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირების პროცესის ხელშეწყობა პროდუქციის ხარისხის, პროდუქტის უვნებლობის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით;
- ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავება - ნარჩენებისა და მეორადი პროდუქციის გადამუშავების გაუმჯობესება ან დანერგვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება და მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის ხელშეწყობა.
გრანტის მოცულობა
გრანტის თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 5,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში), და არაუმეტეს 50,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობით, რომელიც არ აღემატება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის დასაშვები ხარჯების საერთო ოდენობის 70%-ს.
საგრანტო პროგრამის პირობები
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- საქმიანობის სფერო: შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში მოქმედი ორგანიზაცია, როგორიც არის შეფუთვების ნედლეულის მწარმოებელი და მიმწოდებელი, შეფუთვების მწარმოებელი თუ მომსახურების მიმწოდებელი, შეფუთვების ინდუსტრიული მომხმარებელი (საკვები/სასმელი პროდუქტებისა და სხვა პროდუქტების წარმოება), შეფუთვების ნედლეულისა და ნარჩენების გადამამუშავებელი, აგრეთვე სხვა ისეთი მხარდამჭერი საქმიანობის გამწევი ბიზნესები (სტამბა, ლოჯისტიკა, მარკეტინგი, დიზაინი, და სხვა), რომელთა ეკონომიკური საქმიანობა უკავშირდება ნებისმიერი სახის შესაფუთი მასალის (შეფუთვის ნედლეული, შეფუთვა თუ მზა პროდუქტის) წარმოებას, მიწოდებას, ლოჯისტიკას, გამოყენებას, ამოღებასა თუ შემდგომ მართვას და დაკავშირებულ მომსახურებას.
- თანამონაწილეობა: გრანტები მოცემული საინვესტიციო პროექტის (გრანტის) დასაშვები ხარჯების საერთო ოდენობის 70%-ს დაფარავს, ხოლო 30% გრანტის მიმღების წვლილი იქნება ფულადი სახით.
- პროგრამის გეოგრაფიული არეალი: პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი ქვეყნის მასშტაბით არ არის შეზღუდული, თუმცა საწარმოს ეკონომიკური კავშირი უნდა ჰქონდეს იმერეთისა და/ან კახეთის რეგიონთან, რაც გულისხმობს იმას, რომ საწარმოები უნდა ახდენდნენ ნედლეულის შესყიდვას/პროდუქციის წარმოებას/რეალიზაციას აღნიშნულ რეგიონებში ან რეგიონებიდან.
- პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს.
- ბენეფიციარს პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება აქვს საკუთრებაში ან/და მიღებული აქვს იჯარით/აღნაგობით, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს).
- ბენეფიციარის უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ კომერციული ბანკების იპოთეკა).
- ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიმართ.
- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის ბენეფიციარი, მას განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროგრამის/პროექტის პირობები დარღვეული.
- არის შეფუთვების მწარმოებელთა კლასტერის მართვის ორგანიზაციის წევრი ან აპირებს გაწევრიანდეს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
განაცხადის წარდგენის ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
განაცხადების მიღება იწარმოებს 2021 წლის 23 აპრილამდე. შევსებული პირველადი განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმატით (ეტაპი 1-ის ქვეშ მითითებულ დოკუმენტებთან ერთად. აპლიკაცია სასურველია PDF ფორმატით.) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: grants@pmag.ge . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "საგრანტო განაცხადი". აპლიკანტს შეუძლია რამდენიმე პირველადი განაცხადის გამოგზავნა, თუმცა შეირჩევა და დაფინანსდება მხოლოდ მაქსიმუმ ერთი აპლიკაცია.
აღნიშნულ მოთხოვნაზე ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით 2021 წლის 15 აპრილამდე მისამართზე: grants@pmag.ge .
ეტაპი 1 - პირველადი განაცხადების მიღება და ადმინისტრაციული შემოწმება
- შევსებული პირველადი საგრანტო განაცხადი;
- პოტენციური ბენეფიციარის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ეტაპი 2 - პროექტის ხარისხობრივი და ტექნიკური შეფასება
- შევსებული სრული საგრანტო განაცხადის ფორმა;
ეტაპი 3 - პროექტის შერჩევა, განხორციელება და მონიტორინგი
შენიშვნა: საგრანტო განაცხადის დამატებითი თანმდევი დოკუმენტაციის წარმოდგენის რიგითობას განსაზღვრავს გრანტის გამცემი ორგანიზაცია პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, რის შესახებაც განმცხადებელი იქნება ინფორმირებული.
ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
"ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოთხი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი პროგრამის „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“ 2017 წ „წლიურ სამოქმედო პროგრამაში“ მოცემულ ამოცანებს პასუხობს. კონკრეტულად პროექტი მხარს უჭერს მე-3 კომპონენტს: ბიზნესის უფრო მეტად დახვეწა.
თანდართული დოკუმენტები