საქართველოს შეფუთვების მწარმოებელთა ასოციაცია “ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” ბენეფიციარი გახდა, რომლის ბაზაზე შესაფუთი მასალების კლასტერი შეიქმნა
პროექტი ევროკავშირის და გაეროს ოთხ სააგენტოსთან (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია-FAO, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია-UNIDOდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია-IOM) თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება.
კერძოდ, პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობისა და ბიზნესის მოდერნიზებას მთავრობისა და ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა განავითარონ და აამუშაონ კლასტერები და მხარდამჭერი კომპანიები. აღნიშნული მიზნის მისაღზევადპროექტი ხელს შეუწყობს სტრატეგიული ინვესტიციებისა და კომპანიებსა და დიასპორის ჯგუფებს შორის უკეთესი კავშირების დამყარებას.
პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს შეფუთვების მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა შეფუთვების მწარმოებელთა კლასტერი, რომელშიც გაერთიანდება ამ სფეროში მომუშავე ბიზნესების, მომხმარებლების, მიმწოდებლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიების ქსელები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს შეფუთვების სექტორის განვითარებას. PMAG კლასტერის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მიწოდების ჯაჭვის ხარჯების ოპტიმიზირება, ახალი კომპანიების შექმნის სტიმულირება და ინოვაციის, თანამშრომლობისა და პროდუქტიულობის გაზრდა.
პროექტი 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს შეფუთვების მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით, მოხდება კლასტერული მიდგომის შემუშავება და დანერგვა, სტრატეგიული ინვესტირების განვითარება და შემფუთავთა კომპანიების მხარდაჭერა გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით.
PMAG კლასტერის ბაზაზე უკვე დაწყებულია მსჯელობა გარემოსადმი პასუხისმგებელი ბიზნესის განვითარებაზე, რაც საქართველოს ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის მიღებას, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის დანერგვას და ენერგოეფექტურობისადმი გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირდება.