PMAG კლასტერი მსოფლიო შესაფუთი მასალების ორგანიზაციის (WPO) სრულუფლებიანი წევრი გახდა.
23-27 ნოემბერს მსოფლიო შესაფუთი მასალების ორგანიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად PMAG კლასტერის წევრობაც იყო განხილული. წინა თვეებში PMAG-ის წარმომადგენლებმა WPO-ს პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ქართული კლასტერი გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს. მოლაპარაკებების შედეგად, ივნისში PMAG-ს კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭა. 26 ნოემბერს კი, PMAG-მა საბჭოს ყველა წევრს გააცნო საქართველო და ქართული კლასტერი, რის შედეგადაც WPO-ს 54 წარმომადგენელმა კენჭი უყარა PMAG-ის გაწევრიანებას. კენჭისყრის შედეგად, აბსოლუტურმა უმრავლესობამ PMAG-ის გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც PMAG გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია რომელიც WPO-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შეუერთდა და მომავალში ხმის მიცემის უფლებითაც ისარგებლებს.
ამ ეტაპზე WPO 46 ქვეყნის 65 წევრს აერთიანებს.
WPO 1968 წლის 6 სექტემბერს დაფუძნდა იაპონიაში და მას შემდეგ მუშაობს შეფუთვის ტექნოლოგიების და მეცნიერების განვითარების წახალისებაზე, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაზე და შესაფუთი მასალების სექტორში განათლების და ტრენინგების სტიმულირებაზე.