პურის სახლი თავთუხი შემფუთველთა კლასტერის წევრი გახდა
თავთუხი ენდემური ქართული ნატურალური ხორბლისგან 6 სხვადასხვა სახეობის
პურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან აცხობს უძველესი ქართული
ტრადიციული მეთოდით ნედლ/ნატურალურ საფუარზე პურს. ცხობის პროცესში
საწარმო არ იყენებს ქიმიურ/ინტენსიურ საფუარს, ე.წ. ვიტამინებსა და საღებავებს. რის
გამოც, თავთუხის პური სრულად ინარჩუნებს ყველა იმ ღირსებას, რასაც ზოგადად
შეიცავს ხორბლის მარცვალი და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
კომპანია პროდუქციის წარმოებისას მოიხმარს მხოლოდ ქართულ ფერმერულ,
ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს და წარმოებულ პურს 30-მდე მაღაზიაში უწევს
რეალიზაციას, მათ შორის, ისეთ სუპერ-მარკეტთა ქსელებში, როგორებიცაა: „ნიკორა“,
„დეილი“, „სპარი“, „ფემილი“.
როგორც იცით, PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად,
მოხარულები ვართ რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის
შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა
საფეხურზე ჩართული სხვა კომპანიები, მათ შორის შესაფუთი მასალების
ინდუსტრიული მომხმარებლები.