ა(ა)იპ შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილ კლასტერის მართვის ორგანიზაციამ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტების მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას.
ამ კუთხით, PMAG კლასტერი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება კლასტერის წევრ კომპანიებში.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით და გამოვაცხადეთ სტაჟირების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს ექნებათ საშუალება პრაქტიკაში გაიუმჯობესონ პროფესიული უნარჩვევები მარკეტინგის, გაყიდვების, წარმოების მენეჯმენტის, სასურსათო ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით ჩვენს წევრ კომპანიებში” - განაცხადა PMAG კლასტერის მმართველმა დირექტორმა, რევაზ თოფურიამ.
სამომავლოდ ასევე იგეგმება სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება, ისევე როგორც, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).