PMAG კლასტერის ახალი წევრი

PMAG კლასტერის ახალი წევრი

სტამბა ვექტორი PMAG კლასტერში გაწევრიანდა. ვექტორი უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარზე უწევს კომპლექსურ სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურებას სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, კერძო პირებს და სტამბებს. კომპანიის მიზანია ქართულ საწარმოებს მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქტი შესთავაზოს, მთავარი მიმართულება კი ქაღალდზე ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული გრაფიკული დიზაინის შექმნაა.
ამასთან, ვექტორი ასევე მუშაობს ახალი შეფუთვების, ბაზარზე არსებული შეფუთვის დიზაინის დახვეწის და   შესაფუთი მასალების ასორტიმენტის გამრავალფეროვნების კუთხით.


ამრიგად, PMAG კლასტერი უკვე ცხრა კომპანიას აერთიანებს და სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს.  PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.

დამატებითი ინფორმაცია ვექტორის შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.
PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.