ვექტორი

ვექტორი

ქ.თბილისი, მარცხენა სანაპირო,

ნადირა ხოშარაულის 29

(+995) 592 70 03 49

599 11 19 39

vectori2009@yahoo.com

www.vectory.ge

More details

= დეტალები =

კომპანია ვექტორი მიზნად ისახავს გაუწიოს კომპლექსური სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, კერძო პირებს და სტამბებს. ამ სფეროში საქმიანობის თითქმის თხუთმეტწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ნაბეჭდი პროდუქტი და მომხმარებელს შევუქმნათ ნდობისა და საიმედობის გარანტია. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა საგამომცემლო საქმე, ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული გრაფიკული დიზაინი.

 

ვექტორი უზრუნველვყოფს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს:

                                                სავიზიტო ბარათები, ბეიჯები, ბლანკები;

ფლაერები, ბუკლეტები, ტრიპლეტები;

ეტიკეტები, ბროშურები, კატალოგები;

დიპლომები, სერთიფიკატები, სიგელები;

პლაკატები, ბლოკნოტები, ჟურნალები, წიგნები;

ანკეტები, სამედიცინო ჟურნალები;

სახელობითი, კედლის, ჯიბის და მაგიდის კალენდრები;

მოსაწვევები, მისალოცი ბარათები;

ქაღალდის ყუთები, პარკები და სხვა.

 

გარდა ამისა, ვექტორი ახორციელებს სტამბების მომსახურებას ე.წ CTP (Agfa Azura), თერმული და ანალოგური ფორმებით, წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას (ოფსეტური, ციფრული, ფლექსოგრაფიული, ღრმა, ტრაფარეტული, თერმოგრაფიული სტამბებისთვის)