“ქალაქურის“ ქარხანა წეროვანში მდებარეობს, წელიწადში დაახლოებით, 200 ტონამდე თხილს, ხოლო 80-100 ტონამდე ჩირს გადაამუშავებს.
"ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა, მიწის თხილი, გოგრის გული, სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით. პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.
ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე დაფასოებული - 200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.