ბიდისი აკადემია

ბიდისი აკადემია

= დეტალები =

საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბი დი სი” 2006 წელს დაფუძნდა.თავდაპირველად
აკადემიას მხოლოდ სასაწავლო ტრენინგ ცენტრის ფუნქცია გააჩნდა, დღეს კი
სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებიც აქვს. ბიდისი აკადემია 15 წელია, რაც
საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებულად ფუნქციონირებს.

აკადემიას წარმომადგენლობითი ფილიალები აქვს შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, გორი, ბათუმი და
თელავი. გვაქვს გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა ქვეყნებში: იტალია, საბერძნეთი,
გერმანია და ისრაელი.

რაც შეეხება, ქ. თელავში არსებულ „ბიდისი“ აკადემიას, დაფუძნდა 2020 წლის 24
ივლისს. გვყავს უკვე რამოდენიმე სფეროს სპეციალისტი კურსდამთავრებულები,
რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში. ამ ეტაპზე ვაერთიანებთ
25-მდე სხვადასხვა მიმართულების კურსებს, მათ შორისაა ტურიზმი, მენჯმენტი,
კულინარია, ფსიქოლოგია, კოსმეტოლოგია და სხვა მოთხოვნადი პროფესიები.

სასწავლებელი მუდმივად იკვლევს შრომითი ბაზარი საჭიროებებს და ცდილობს ახალი
პროგრამები შესაბამისად განავითაროს.