= დეტალები =
შ.პ.ს „იმერეთის აგრო ზონა“ (IAZ) სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების
მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით
შეიქმნა. „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნოებების განვითარების პროექტი
წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ ფართობზე მაღალი,
საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების
ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას
და განვითარებას ითვალისწინებს.