NEKTARI-2008

NEKTARI-2008

რუსთაველის ქ. 73, თელავი, კახეთი

ტელ.: + 995 555 306 111

ელ-ფოსტა:  info@neqtari.ge

More details

= დეტალები =

შპს NEKTARI-2008 აწარმოებს ერთჯერადი პოლიპროპილენის ლუდისა და წყლის ჭიქებს, ასევე აწარმოებს სხვადასხვა არომატის ლიმონათს. 2014 წლის ბოლოს საწარმომ შეიძინა ერთჯერადი პლასტმასის ჭიქების თანამედროვე საწარმოო ხაზი, შედეგად კი 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყო ლუდისა და წყლის ჭიქების წარმოება. დღესდღეობით, კომპანიას ერთჯერადი პლასტმასის ჭიქების საწარმოში დასაქმებული ყავს დაახლოებით 10 ადამიანი, აქედან 4 ქალი.  წარმოების პროცესი მიმდინარეობს ევრო სტანდარტით, სისუფთავის ზომების უმკაცრესი დაცვითა და ხარისხის კონტროლით. კომპანიას საქართველოს ბაზარი სრულად აქვს ათვისებული. სამომავლოდ გეგმავს წარმოების გაფართოებას, კერძოდ კი ჭიქის თავსახურების გამოსაშვები დანადგარების შეძენას. უახლესი სტანდარტების დანერგვის გზით შპს NEKTARI-2008 თავს არ ზოგავს მომხმარებლის კეთილდღეობისა და კმაყოფილებისათვის.