ალალი

ალალი

სოფელი აჩინებული, თელავი, კახეთი

+995 577 90 80 81

achinebuli@gmail.com

More details

= დეტალები =

შპს “აჩინებული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე. კომპანია ბაზარზე ცნობილია ბრენდი „ალალი-ს“ სახელწოდებით, ფუნქციონირებს 2018 წლიდან და მისი საქმიანობაა საქართველოში არსებული ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება მთელი წლის განმავლობაში. 

კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ხილის წვენის წარმოება, რისთვისაც საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით და ფლობს წვენის წარმოების უნიკალურ რეცეპტს, რითაც მომხამრებელს სთავაზობს ცივად დაწურულ ნატურალურ წვენებს ყოველგვარი ემულგატორების, კონსერვანტების, შაქრის დამატებისა და გმო-ს გარეშე. „ალალი“ ამჟამად ხუთი სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ატმის, ვაშლის, ყურძნის, მაყვლის და ციტრუსის, რომელიც 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიანი მინის ბოთლებში და 3 ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული.