შპს „ლიდერ პლასტი“, პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც პლასტმასის შესაფუთი მასალების წარმოება დაიწყო, დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ კომპანია აწარმოებს ერთჯერადი პლასტმასის შესაფუთ კონტეინერებს, როგორიცაა ერთჯერადი ჭიქები ლუდისთვის, დისპენსერი ერთჯერადი თეფშებისთვის, პლასტმასის ქილები რომელიც განკუთვნილია მაწვნისთვის, არაჟნისთვის, ნაღებისთვისა და ხაჭოსთვის. შპს „ლიდერ პლასტი“ აწარმოებს შესაფუთ მასალებს პოლიპროპილენის პლასტმასის (ამ მასალას აქვს უნიკალური თვისება - ეს არის ყველაზე უსაფრთხო და უვნებელი პლასტმასის შესაფუთ მასალებს შორის, რომლიც საკვები პროდუქტების შესანახად გამოიყენება) და პოლისტროლის ნედლეულისგან (გამოიყენება საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შესაფუთად). ორივე მასალა მრავალჯერ გადამუშავებადია, რის შედეგადაც არ რჩება ნარჩენი.