საქართველო, თბილისი, 0119, აკაკი წერეთლის გამზირი N140
ტელეფონი: +995 322 357002
ელ-ფოსტა: sales@gpackaging.ge
ვებგვერდი: www.gpackaging.ge
კომპანია „ჯორჯიან ფექიჯინგი" დაარსდა 2016 წელს, სტამბა სეზანის მმართველობითი გუნდის მიერ. პოლიგრაფიის ინდუსტრიაში დაგროვილი 20 წლიანი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, „ჯორჯიან ფექიჯინგი" იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ქაღალდის შესაფუთი მასალების სრული სპექტრით წარმოება საქართველოში.
ხარისხის სტაბილურობის შესანარჩუნებლად კომპანიის ყოველდღიური საწარმოო პრაქტიკა ითვალისწინებს სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნის დაცვას.
კომპანია უმთავრეს მიზნად ისახავს შესთავაზოს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტი.