= დეტალები =
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს წყაროს წყლის ჩამოსხმა 0.5, 1, 5 და 10 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში. ბრენდის სახელწოდებაა - “ახალი სიცოცხლე”. საწარმო მდებარეობს ჩოხატაურის რაიონის კურორტ ნაბეღლავში, ხოლო თვითონ წყარო მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. საწარმოში დასაქმებულია 24 ადამიანი (90% ადგილობრივი მაცხოვრებელი). კომპანიამ პირველი პროდუქცია გამოუშვა 2021 წლის 29 მაისს და უკვე ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატს - ISO 9001-2015. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად გათვილია ექსპორტზე, თუმცა, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია დასავლეთ საქართველოს ქალაქებისა და რაიონების სუპერმარკეტებსა და სარესტორნო დაწესებულებებშიც.