= დეტალები =
კომპანია დაარსდა 2019 წელს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ჟოლოსა და კენკრის გადამუშავება და ჩირების, ტყლაპებისა და ჩურჩხელების წარმოება. კომპანიამ დაარსების დღიდან დაიწყო ქართული ნედლეულით (ატამი, მსხალი, კომში, ქლიავი და
ვაშლი) ჩირების წარმოება. ასევე, ექსპერიმენტულად აწარმოა მარწყვის, ნესვის, გარგრის და ხურმის ჩირები. 2020 წელს, დაიწყო ჩურჩხელის წარმოება და 2021 წელს, იწყებს ტყლაპების წარმოებას. ხილს ყიდულობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანიას
აქვს შემუშავებული ჩირის წარმოების საკუთარი მეთოდი, რომელიც განსხვავდება ტრადიციული მეთოდებისაგან. შპს ჩირუკას პროდუქტები იყიდება საქართველოს თითქმის
ყველა დიდ სუპერმარკეტში და ქსელურ მაღაზიაში.