ბიმბილი

 ბიმბილი

ბიმბილი

რ. დვალის 7, ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, საქართველო

ტელ.: +995 595 96 18 00

ელ-ფოსტა: bimbili.wines@gmail.com

Facebook: https://www.facebook.com/

More details

= დეტალები =

„იწის მარანი“ (ეფუძნება სოფლის სახელწოდებას) გურგენიძეების საოჯახო მეღვინეობაა, რომლის დადასტურებული დასაწყისი მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედია.

მზარდმა მოთხოვნილებამ საოჯახო მეურნეობის განვითარების საჭიროება მოიტანა. ამიტომ, 2019 წელს მამულში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირე საწარმო, რომელშიც დამონტაჟდა მეღვინეობის უახლესი ევროპული აღჭურვილობა. პარალელურად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძველ მარანს და ქვევრებს. განახლებულმა მეურნეობამ სახელების დარქმევის საჭირობაც გააჩინა - კომპანიას შპს „იწის მარანი“ დაერქვა (სოფლის სახელის საპატივსაცემოდ), ხოლო ღვინის სამარკო სახელწოდებად არჩეულ იქნა რაჭველ მეღვინე-მევენახეებში ცნობილი ტერმინი „ბიმბილი“, რაც ყურძნის მარცვალს ნიშნავს. ეს სახელწოდება იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ „იწის მარნის“ ღვინოებში ყოველი მარცვალი მნიშვნელოვანია, ყოველი მათგანი საგანგებოდაა შერჩეული. აგრეთვე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ საღვინე ყურძენი მხოლოდ ხანდაზმული, არანაკლებ 25 წლის ასაკის ვაზიდან იკრიფება.

დღეს მეურნეობას სათავეში უდგას ვლადიმერ გურგენიძე, რომელსაც მევენახეობის და ღვინის დაყენების 50 წლიანი გამოცდილება აქვს. მასთან ერთად საწარმოო პროცესს ხელმძღვანელობს აღიარებული მეღვინე და ტექნოლოგი დავით თამარაშვილი.

მეღვინეობა აწარმოებს სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 40 ათას ბოთლ ღვინოს წელიწადში, რომლებიც ექსკლუზიურად ადგილობრივი რაჭული და ლეჩხუმური ყურძნის ჯიშებისგან მზადდება. არსებული ინფრასტრუტურით შესაძლებელია წარმადობის გაორმაგებაც.