შპს ფორვარდ
ივანე იუმაშევის 14, თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 591 53 66 99
ელ-ფოსტა: levan.g@forward.com.ge
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ფორვარდი ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან საქმიანობს.
ამ მოკლე ხანში, ჩვენმა პროდუქციამ 150-მდე დასახელების ხორცპროდუქტი გააერთიანა, რომელთა დაგემოვნებაც მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
პროდუქციის მრავალფეროვნება პრემიალური ხაზის შებოლილი ძეხვეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ასორტიმენტს გულისხმობს.
ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოში ხორცპროდუქტების მოხმარების კულტურის დანერგვა-განვითარება და ევროპული სტანდარტების დანადგარებისა და ტრადიციული რეცეპტურის შეხამებით მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაა.