ბაიას ღვინო
სოფელი ობჩა, იმერეთი, საქართველო
ტელ.: +995 599 68 28 22
ელ-ფოსტა: baiaswine@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/baiaswine
ვებგვერდი: https://www.baiaswine.com/
კომპანია “ბაიას ღვინო” იმერეთში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ობჩაში არსებული ღვინის საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიციას აგრძელებს.
აბულაძეების ოჯახი 8 სახეობის ღვინოს საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით ამზადებს, რომელიც იმერეთის საუკეთესო მიკროზონაშია გაშენებული.
ღვინის 40 % ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი საერთაშორისო ბაზრებზე: ამერიკის შეერთებული შტატები; დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია; გერმანია, ჩეხეთი, ლატვია, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია.
კლასტერში გაწევრიანების მოტივაციაზე კითხვისას ბაია ამობს: “ჩვენთვის, როგორც საშუალო ზომის სწრაფად მზარდი კომპანიისთვის, განსაკუთრებით საჭიროა მდგრადი გარემო შესაფუთი მასალების კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ შესაფუთი მასალების ღირებულება უცხოურ ბაზარზე და ვალუტაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია ვიყოთ კლასტერის წევრები და სწორად დავგეგმოთ წარმოება, რათა ჩვენი პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველვყოთ“.