◖ ინიციატივა: შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა ◗

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“


მსოფლიო შეფუთვების ორგანიზაციას (WPO), ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროგრამას „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" და PMAG შემფუთველთა კლასტერს აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!




ინიციატივა: შეფუთვების ტექნოლოგია და წრიული ეკონომიკა (მსოფლიო შეფუთვების ორგანიზაციის WPO ტრენინგი)

ტრენინგი იმართება
 შეფუთვების მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) მიერ, რომლის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი აქვს PMAG შემფუთველთა კლასტერს 2020 წლიდან და ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა WPO-ში. ამ ეტაპზე WPO აერთიანებს 45 ქვეყნის 65 წევრს. ინიციატივა ითვალისწინებს 4-დღიან ტრენინგ პროგრამას, რომელიც მსმენელებს საშუალებას მისცემს, მიიღონ საბაზისო ცოდნა, როგორც, ზოგადად, შეფუთვების ტექნოლოგიების, ასევე სექტორში მიმდინარე სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ და სწრაფად მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფორმაცია მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.


ინიციატივა გამიზნულია შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების აღმასრულებელი მენეჯერებისთვის.

კურსი ჩატარდება 5-8 ოქტომბერს ონლაინ პლატფორმა ზუმის საშუალებით.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:

რეგისტრაცია


კურსის თემატიკა:

5 ოქტომბერი, სამშაბათი
დრო: 10:00-13:00 (3 საათი)
  • მსოფლიოს შემფუთველთა ორგანიზაციის შესახებ
  • შესაფუთი მასალები - ქაღალდი და მუყაო
  • შესაფუთი მასალები - გოფრა
  • შესაფუთი მასალები - პლასტიკი, პლასტმასი
6 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დრო: 10:00-13:00 (3 საათი)
  • შესაფუთი მასალები - ლითონი
  • შესაფუთი მასალები - შუშა
  • შეფუთვების მარკეტინგი, ბრენდის შექმნა და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი
7 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დრო: 10:00-13:00 (3 საათი)
  • შეფუთვის ზოგადი პრინციპები
  • ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადობა
  • სურსათის უვნებლობა
  • ხარისხის მენეჯმენტი და „Lean Six Sigma”
8 ოქტომბერი, პარასკევი
დრო: 10:00-13:00 (3 საათი)
  • თანამედროვე შეფუთვები
  • დამცავი შეფუთვა
  • გლობალური შეფუთვის ტენდენციები და სტატისტიკა
  • შეფუთვების მომავალი

ინფორმაცია მოწვეული ტრენერების შესახებ:


კურსს გაუძღვებიან პროფესორი პიერ პიენარი და პროფესორი კიშან სინგჰი.

პროფესორი პიერ პიენარი გახლავთ WPO პრეზიდენტი. მისი კარიერა შეფუთვების მიმართულებით 1984 წელს დაიწყო ერთ-ერთი მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიით.

პიერს აქვს მაგისტრის ხარისხი შეფუთვების ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში Brunel-ის უნვერსიტეტიდან. იგი, ასევე მაგისტრის ხარისხის მფლობელია Hertfordshire-ის უნივერსიტეტიდან. პიერ პიენარი გახლავთ სერტიფიცირებული შეფუთვების პროფესიონალი (CPP). ამჟამად პიერი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს შეფუთვების მიმართულებით. პიერს აქვს შეფუთვების სხვადასხვა დარგში მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება. ამჟამად, კი მართავს საკუთრ ბიზნესს, რომელიც ეწევა შეფუთვების მიმართულებით საკონსულტაციო საქმიანობას.

პიერ პიენარი, ასევე არის ავსტრალიის შეფუთვების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. ფაქტობრივად, არ არსებობს შეფუთვების მიმართულება, რომელშიც მას არ უმუშავია ამ 35 წლის განმავლობაში და აქტიურად ეწევა კონსულტაციას ყველა მიმართულებით.

როგორც მსოფლიო შემფუთველთა ორგანიზაციის პრეზიდენტი, მუდმივად ცდილობს იზრუნოს შეფუთვების მომავალზე, განსაკუთრებით კი მდგრად შეფუთვებსა და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

პროფესორი კიშან სინგჰი პროფესიით ქიმიისა და ბიოქიმიის სპეციალისტია. თუმცა, მაგისტრის ხარისხი აქვს ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით და ფლობს Lean Six Sigma-ს შავ ქამარს.

კიშანი იკავებს მმართველი დირექტორის პოზიციას შპს Global Integrated Business Solutions (Pty)-ში, მენეჯმენტის სასწავლო და საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც სპეციალიზირებულია ბიზნეს სისტემების ოპტიმიზაციაში ISO სისტემების ეფექტური გამოყენების გზით. 

გარდა ამისა, მას აქვს 32 წლიანი გამოცდილება ტრენინგის/კონსულტაციის, ხარისხის მართვის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, ბიზნეს რისკების მართვის მიმართულებით და შეფუთვის ტექნოლოგიების სფეროში. სულ ახლახანს, კიშანმა მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების შეფუთვის პროფესიონალთა ინსტიტუტის სერტიფიცირებული შეფუთვის პროფესიონალის (CPP) კვალიფიკაცია. ასევე, სინგჰი არის შეფუთვის მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რომელსაც შეაქვს წვლილი შეფუთვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ გლობალურ გადაწყვეტილებებში, არსებული ტენდენციების მიხედვით.

კიშანის, როგორც WPO– ს ელჩის, ძირითადი სფეროებია:


• WPO– ს ფარგლებში ძირითადი ბიზნეს სისტემების ფორმალიზება
• საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება
• WPO– სთან სტრატეგიულ პარტნიორებთან ალიანსის ხელშეწყობა
• ტექნიკური საკონსულტაციო დახმარების გაწევა WPO– სთვის
• გლობალური შეფუთვის ტრენინგების განხორციელება შემდეგ სფეროებში:

  1. შეფუთვის ტექნიკური პრინციპები და პრაქტიკა
  2. მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  3. ოპერაციების მენეჯმენტი
  4. ხარისხის სისტემების მენეჯმენტი
  5. Lean Six Sigma მწვანედან შავ ქამრამდე
  6. გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და წრიული ეკონომიკა