●  ზოგადი სერვისები  ●

ზოგადი სერვისები კლასტერის მენეჯმენტის ორგანიზაციის ყოველდღიური რუტინული ოპერაციების ინტეგრირებული ნაწილია და თანაბრადაა ხელმისაწვდომი კლასტერის ყველა წევრისთვის. ზოგადი სერვისები ფინანსდება საწევრო გადასახადებით, მაგრამ შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს ბიუჯეტში არსებული ხელმისაწვდომი რეზერვებით.


ზოგადი სერვისებია:

წევრთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა

წევრთა შორის სიახლეებისა და ინფორმაციის მიმოცვლა

ერთობლივი შესყიდვის/ხარჯების შემცირების(ექსპერტული სერვისები ყველა ან ზოგიერთი წევრისთვის) შესაძლებლობის იდენტიფიკაცია

ინდუსტრიის ინტერესების ადვოკატირება 

ინდუსტრიის რეგულარული შემოწმება, რომლის მიზანია ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიკაცია და საადვოკატო სტრატეგიებისა და აქტივობების განვითარება

ინდუსტრიის ინტერესების დაცვა და მათ შესახებ მთავრობისა და საერთაშორისო/დონორული ორგანიზაციების ინფორმირება

ასოციაციის მონაწილეობა საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ გამართულ დისკუსიებზე

ტექნოლოგიებსა და დამხმარე სერვისებზე წვდომა

პერიოდულად საჭიროებათა შეფასებების გაკეთება(ნაყოფიერების გაზრდა, ტექნოლოგიები და სხვ.)

ლოკალური და საერთაშორისო ინჟინერების(ტექნოლოგიის ექსპერტების) მონაცემთა ბაზების განახლება

ადგილობრივი და საერთაშორისო მოწყობილობების/ტექნოლოგიის მწარმოებელთა და მომწოდებელთა მონაცემთა ბაზების განახლება - არა ამ წელს

ISO/საკვების უსაფრთხოების და სხვა სახის სერთიფიკაციაზე წვდომა

აუდიტორულ სერვისებზე წვდომა

კომპანიის რესურსების დაგეგმვაზე/ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციაზე წვდომა

საკონსულტაციო სერვისებზე წვდომა

ეროვნულ/საერთაშორისო გამოფენებზე და სხვა რელევანტურ ღონისძიებებზე წვდომა

ინფორმაციის გავრცელება პერიოდულად და ტენდენციების ამოცნობა (იდეები ინოვაციური პროექტებისთვის)

პერიოდული მოხსენებები ინდუსტრიის მდგომარეობაზე(ნახევარწლიური, კვარტლური)

ინდუსტრიის შიდა პერიოდული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ცოდნის გაზიარებისთვის

ღირებულებათა ჯაჭვის პერიოდული შეფასებები

წევრების ტრენინგებზე წვდომის ხელშეწყობა

ტრენინგის საჭიროებათა ყოველწლიური აღწერა

ნაყოფიერების გაზრდის სერვისებზე წვდომა

საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე წვდომა 

დონორებთან ერთად მხარდამჭერი პროგრამების შექმნა

სახელმწიფო პროგრამებზე და დაფინანსებაზე წვდომა

აქტივობების პოპულარიზაცია (მარკეტინგი/ხილვადობა)

ვებ-გვერდის ოპერირება

ხილვადობის შენარჩუნება სხვადასხვა ელექტრონული რესურსებისა და პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა tradewithgeorgia.com, www.clustercollaboration.eu და სხვა

კერძო დაფინანსებაზე წვდომა

წვდომა IFI დაფინანსებაზე, როგორიცაა EBRD, გაზელ ფონდი, პარტნიორობის ფონდი