ორგანიზაციის მიზანი

შესაძლო გახდეს წევრების კორპორაციული ეფექტურობის გაუმჯობესება ცოდნის მიმოცვლის, ადამიანური კაპიტალის განვითარების და ტექნოლოგიებზე/საკონკულტაციო სერვისებზე წვდომის საშუალებით


გამოწვევები და შესაძლებლობები

ინდუსტრიის მონაწილენი განიცდიან კვალიფიციური/არაკვალიფიციური ადამიანური რესურსის და თანამშრომლების ნაყოფიერების გაზრდის შესაძლებლობების ნაკლებობას. უფრო დიდი სირთულეები იჩენს თავს კონკრეტული ექსპერტების, ტექნოლოგიის/სათადარიგო ნაწილების მომწოდებლების და ინდუსტრიისთვის სპეციფიკური და ზოგადი სერვისების მომწოდებლების მოძიებისას. ხარჯების შესამცირებლად დიდი გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს აქტივობების კოორდინაციის და მოლაპარაკებებისას უკეთესი პირობების მისაღწევად გაერთიანებული ინდუსტრიის გაზრდილი მოლაპარაკების ძალის გამოყენების სახით.


სერვისები

♦  დაფინანსების პროგრამების, პოტენციური თანამშრომლების, ინდუსტრიისთვის რელევანტური სერვისების, ექსპერტების, ტექნოლოგიის მომწოდებლების, გამოფენებისა და კონფერენციების მონაცემთა ბაზები  ♦  ტრენინგების, სასწავლო ტურების, აკადემიასთან თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამების მხარდაჭერა და ორგანიზება  ♦  პლატფორმა ისეთი კონსოლიდირებული სერვისების შექმნისა და მიწოდებისათვის როგორებიცაა: ლოჯისტიკა, ნარჩენების მართვა, შესყიდვები, სერთიფიკაცია, სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სხვ.  ♦  გარეშე სერვისების მომწოდებლებისგან ან გამყიდველებისაგან სერვისების/პროდუქტების შეძენისას მოლაპარაკება სასურველი პირობების შესახებ: დამხმარე სერვისები, ტექნოლოგია, ექსპერტული ცოდნა, ნაყოფიერების გაზრდა და სხვ.  ♦

2020-2023 წლების პერიოდში სასურველი შედეგების მისაღწევად, კლასტერის მენეჯმენტის ორგანიზაცია:

შექმნის, შეინარჩუნებს და წევრების წვდომას უზრუნველყოფს შემდეგ მონაცემთა ბაზებზე:

- არსებული (თანა)დაფინანსების პროგრამები კერძო სექტორისთვის;
- ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ადამიანური კაპიტალი/პოტენციური თანამშრომლები;
- ინდუსტრიისთვის სპეციფიკური/არასპეციფიკური სერვისები და ექსპერტული ცოდნა;
- ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ტექნოლოგიის მომწოდებლები;
- ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ლოკალური და საერთაშორისო ღონისძიებები(კონფერენციები, გამოფენები და სხვ.)

შექმნის რეგულარულ მექანიზმს წევრთა კვლევისთვის, რომლის მიზანი იქნება საერთო კრიტიკული ჩავარდნების, საჭიროებების და შესაძლებლობების(ადამიანთა პროდუქტიულობა და უნარები, წვდომა რესურსებზე, სტანდარტებთან შესაბამისობა, ტექნოლოგიები და სხვ.) იდენტიფიკაცია;

მოიძიებს ფინანსებს და წამოიწყებს ინიციატივებს(პროექტებს), რომელთა მიზანია აღმოჩენილი ჩავარდნების(ტრენინგები, სასწვალო ტურები, საერთო პროგრამები აკადემიასთან, ექსპერტულ ცოდნაზე წვდომა, ტექნოლოგიაზე წვდომა და სხვ.) გამოსწორება

შექმნის კონსოლიდირებული სერვისების(ლოჯისტიკა, ნარჩენების მართვა, შესყიდვები, სერთიფიკაცია, სტანდარტებთან შესაბამისობა და სხვ.) მიწოდების პლატფორმას იდენტიფიცირებულ მოთხოვნებზე დაყრდნობით და გამიზნულს კომპანიების ხარჯების შესამცირებლად

შექმნის პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ასოციაციის წევრების წვდომას პროდუქტების/სერვისების შესყიდვისას წარმართული მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების დროს უკეთესი პირობების მიღწევის მექანიზმზე

შექმნის პლატფორმას, რომელიც წევრებს გაუმარტივებს გარეშე სერვისის მომწოდებლებისა და გამყიდველების სასურველ შეთავაზებებზე(დამხმარე სერვისები, ტექნოლოგიები, ექსპერტული ცოდნა, ნაყოფიერების განვითარება და სხვ.) წვდომას.

მოსალოდნელი შედეგები

კლასტერის წევრებს აქვთ პირდაპირი და გამარტივებული წვდომა ინდუსტრიისთვის რელევანტურ მონაცემთა ბაზებზე

კლატერის წევრებს აქვთ წვდომა საჭირო ტრენინგებზე და ნაყოფიერების გასაზრდელ სერვისებზე

კლასტერის წევრებს უმცირდებათ ხარჯები ერთობლივი ძალისხმევის და გაზრდილი მოლაპარაკების ძალის წყალობით