შესაძლებელი გახდეს გაფართოება და ბაზრებზე წვდომა ინდუსტრიული ცოდნის გამომუშავების, კავშირის პლატფორმების შექმნისა და კოლაბორაციული ძალისხმევის გამოყენების მეშვეობით
შესაფუთი მასალების ინდუსტრიას აკლია შიდა კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რაც ინდუსტრიის წევრებისთვის პრობლემატურს ხდის მათთვის ასე სასარგებლო მასშტაბის ეკონომიკის გამოყენებას და მნიშვნელოვანი პრაქტიკისა და ცოდნის დაგროვებას. ინდუსტრიის წევრებს ურთულდებათ ინდუსტრიისთვის სპეციფიკურ მონაცემებზე, ანალიზებზე და კავშირის შესაძლებლობებზე წვდომის მოპოვება.
♦ ანალიტიკური მოხსენებები ინდუსტრიის განვითარებასა და ტენდენციებზე ♦ სექტორთან დაკავშირებულ ცოდნაზე წვდომა - აკადემიური და/ან გამოყენებითი პუბლიკაციები და მონაცემთა ბაზები ♦ ნახევარწლიური სამუშაო შეხვედრები კავშირების დამყარებისთვის, კომუნიკაციისთვის და გამოცდილების/ცოდნის გაზიარებისთვის ♦ შესაბამის საერთაშორისო ღონისძიებებში(გამოფენები, კონფერენციები და სხვ.) მონაწილეობის მხარდაჭერა ♦
შესაძლებელს გახდის ინდუსტრიის ყოველწლიურ ყოვლისმომცველ ანალიზს, საქართველოს შესაფუთი მასალების ინდუსტრიის განვითარების ტენდენციების თავმოყრას, ზოგადი ბიზნეს კლიმატის მიმოხილვას და ინდუსტრიის განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას ხელმისაწვდომს გახდის სექტორის რეგულარულ(ნახევარწლიურ, კვარტლურ) მოკლე მიმოხილვას, რაც შექმნის როგორც კლასტერის დაწინაურების, ისე ინდუსტრიის წევრებისთვის მნიშვნელოვანი კრიტიკული ტენდენციების შეტყობინების შესაძლებლობას ჩაატარებს პერიოდულ კვლევას ღირებულებათა ჯაჭვის მდგომარეობისა და პოტენციალის ზოგად/სპეციფიკურ ასპექტებზე, რომლის მიზანი იქნება კრიტიკული ჩავარდნებისა და შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და ისეთი კოლაბორაციული პროექტების წამოწყება, რომლებიც გამიზნული იქნება იდენტიფიცირებული ჩავარდნების გამოსასწორებლად და ღირებულებათა ჯაჭვში არსებული შესაძლებლობების აღმოსაჩენად უზრუნველყოფს ასოციაციის წევრის რეგულარულ წვდომას სექტორთან დაკავშირებულ ცოდნაზე შესაბამისი აკადემიური და/ან გამოყენებითი პუბლიკაციების და მონაცემთა ბაზების(ელექტრონულ ან არაექლეტრონულ ფორმატში) გამოწერით |
შექმნის რეგულარულ პლატფორმას(სამუშაო შეხვედრები/სემინარები) კომუნიკაციისთვის და კლასტერის წევრებს(ისევე როგორც პოტენციურ წევრებს) შორის ცოდნისა და გამოცდილების მიმოცვლისთვის უზრუნველყოფს მუდმივ თანამშრომლობას აკადემიასთან(ადგილობრივი, რეგიონული), რომლის მიზანი იქნება ტექნოლოგიის მიმოცვლისა და ინდუსტრიაზე ორიენტირებული პროფესიონალური/უმაღლესი განათლების ეკოსისტემის მდგრადი პლატფორმის შექმნა დააკავშირებს ასოციაციას საქართველოს სხვა რელევანტურ ასოციაციებთან/კლასტერებთან, რათა ხელი შეუწყოს შესაფუთი მასალების უფრო ფართო ეკოსისტემის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობას შექმნის რეგულარულ მექანიზმს, რათა მხარი დაუჭიროს წევრთა წვდომას სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე(გამოფენები, კონფერენციები და სხვ.), როგორც პლატფორმას, რომელიც წვდომას მისცემს წევრებს უახლეს ტექნოლოგიებზე და გამოცდილებაზე, უცხოეთში არსებულ შესაძლებლობებზე და სტრატეგიულ პარტნიორობებზე შექმნის და მხარს დაუჭერს კომუნიკაციის პლატფორმას იმპორტირებული პროდუქტების ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების სტიმულირების მიზნით |
კლასტერი ხდება ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ინფორმაციის, ცოდნის და ექსპერტული გამოცდილების მთავარი მომწოდებელი
ინდუსტრიის შიდა და საგარეო კომუნიკაცია და კავშირები გაუმჯობესებულია
ინდუსტრიის წევრებს აქვთ უკეთესი წვდომა ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე
ინდუსტრია აღწევს მნიშვნელოვან ზრდას და იყენებს მასშტაბის ეკონომიკის უპირატესობებს
ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვის ჩავარდნები იდენტიფიცირებული და გამოსწორებულია