ორგანიზაციის მიზანი

ინდუსტრიის ხილვადობისა და გავლენის გაზრდა მთავრობასა და სხვა ინსტიტუციებთან - დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ევროპის კლასტერული საზოგადოების აქტიური წევრობით.


გამოწვევები და შესაძლებლობები

შესაფუთი მასალების ინდუსტრია სუსტად არის წარმოდგენილი მთავრობის, დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე როგორც ბიზნეს საზოგადოების დონეზე გამართულ სხვადასხვა დისკუსიებში. შესაფუთი მასალების ინდუსტრია ბევრი არსებული თუ მომავალში დაგეგმილი გარემოსდაცვითი და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციის სამიზნეა და რეგულაციურ ჩარჩოში მიმდინარე ამ ზიანის მომტანი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად ძლიერი დაცვა სჭირდება. უფრო მეტიც, მომხმარებელთა თვალში ინდუსტრიის ზოგადი იმიჯი არასახარბიელოა(განსაკუთრებით გარემოსდაცვითი შეშფოთების გამო) და გონივრულ მართვას საჭიროებს.


სერვისები

♦  კლასტერის ვებ-გვერდი ♦  ინდუსტრიის ინტერესების ადვოკატირება  ♦  საერთაშორისო/ეროვნული ღონისძიებების ორგანიზება  ♦  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა  ♦

2020-2023 წლების პერიოდში სასურველი შედეგების მისაღწევად, კლასტერის მენეჯმენტის ორგანიზაცია:

უზრუნველყოფს კლასტერის ბრენდის სრულყოფასა და მხარდაჭერას;

უზრუნველყოფს კლასტერის მრავალენოვანი ვებ-გვერდის შექმნას და მხარდაჭერას, გამოაქვეყნებს სრულყოფილ ინფორმაციას მის წევრებზე, ინდუსტრიაზე, კლასტერის აქტივობებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე;

შეიმუშავებს წევრობის სტრატეგიას და უზრუნველყოფს ასოციაციის გაფართოებას აქტიური კომუნიკაციისა და ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეების მიზიდვის გზით;

უზრუნველყოფს კლასტერის და მისი სერვისების აქტიურ პოპულარიზაციას საქართველოს სტრატეგიულ რეგიონებში(იმერეთი, კახეთი);

დაამყარებს და შეინარჩუნებს აქტიურ კომუნიკაციას ორგანიზაციებთან(საერთაშრისო დონორულ ორგანიზაციებთან და პროგრამებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან და საჯარო სააგენტოებთან), (თანა)დაფინანსების სხვადასხვა პროგრამას შესთავაზებს კერძო სექტორს;

მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო დონორულ ორგანიზაციებთან ფონდების(გრანტების) მოსაძიებლად, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების მხარდასაჭერად;

უზრუნველყოფს საქართველოს შესაფუთი მასალების კლასტერის ინტეგრაციას ევროპული კლასტერების ეკოსისტემაში, რათა შესაძლებელი გახადოს გამოცდილების უწყვეტი მიმოცვლა, ისევე როგორც წევრთა წვდომა უფრო ფართო საერთაშორისო კავშირებზე;

ასოციაციასა და მის წევრებს მისცემს კერძო-საჯარო დიალოგის (კსდ) პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას, შესაბამის მმართველ ორგანოებთან, საერთაშორისო დონორულ ორგანიზაციებთან(რომლებიც მხარს უჭერენ კსდ პროცესებს) და სხვა პროფესიონალურ/ბიზნეს ასოციაციებთან აქტიური კომუნიკაციის, ისევე როგორც სხვადასხვა კსდ ღონისძიებაში მონაწილეობის/(თანა)ორგანიზების მეშვეობით;

დააწესებს, განავითარებს და მხარს დაუჭერს რეგულარულ ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას(კონფერენცია/გამოფენა), რომლის მიზანი იქნება ინდუსტრიის მიღწევების პოპულარიზაცია ლოკალური და საერთაშორისო მასშტაბით და რეგულარული(ყოველწლიური) ინდუსტრიათაშორისი და ქვეყანათაშორისი კავშირის პლატფორმის შექმნა;

წევრ კომპანიებთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივ პროექტებს, რომელთა მიზანი იქნება მიმზიდველი იმიჯის შექმნა ინდუსტრიისთვის;

მოსალოდნელი შედეგები

კლასტერი წარმოდგენილია ყველა პრიორიტეტულ ღონისძიებაზე


კლასტერი აქტიურადაა ჩართული შესაბამისი რეგულაციების შესახებ გამართულ დისკუსიებში


კლასტერის ხილვადობა გაზრდილია მმართველ ორგანოებს, დონორულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს საზოგადოებასა და ხალხს შორის


კლასტერი აღწევს წევრთა კრიტიკულ მასას


კლასტერი ინტეგრირებულია ევროპულ კლასტერთა ეკოსისტემაში