PMAG has signed MoU with Kudos Georgia

PMAG has signed MoU with Kudos Georgia

PMAG კლასტერსა და „ქუდოს ჯორჯიას” შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

„ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  „ქუდოს ჯორჯია“ უზრუნველყოფს PMAG კლასტერისა და მისი წევრების წარმომადგენლების ტრენინგებს ფინანსური

მართვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, საგადასახადო რეპორტინგის, სტრატეგიული მენეჯმენტის, დარგობრივი სპეციალიზაციისა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ სხვა პრაქტიკულ დისციპლინებში.

ასევე, „ქუდოს ჯორჯია“ უზრუნველყოფს PMAG კლასტერისა და მისი წევრებისთვის პროფესიული მომსახურების მიწოდებას სტანდარტულთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე იწყება პოზიტიური ინიციატივებით. ვინაიდან, ახლოვდება 1 ოქტომბერი, როცა პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს კანონის ფარგლებში უწევთ აუდიტირებული  ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. PMAG-სა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის „ქუდოს ჯორჯიას“ თანამშრომლობის ფარგლებში, კლასტერის ყველა წევრს გადაეცემა 2,500 ლარიანი ვაუჩერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუდოსისგან აუდიტორული მომსახურების მიღების შემთხვევაში, კლასტერის წევრ კომპანიებს სახელშეკრულებო ღირებულება შეუმცირდებათ 2,500 ლარით.