„ჭრებალოს მარანი„ არის მცირე ზომის ბუტიკური მარანი, რომელიც აწარმოებს რაჭა-ლეჩხუმის მხარის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ღვინოებს. იგი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტში, სოფ. ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. ლოგოსა და ეტიკეტზე გამოყენებულია რაჭული მოჭვირული აივნების უნიკალური ორნამენტები. „ჭრებალოს მარანი“ აწარმოებს რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს.
PMAG შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში მოქმედ ორგანიზაციას, მათ შორის შეფუთვების ინდუსტრიულ მომხმარებლებს, შესაბამისად, PMAG მოხარულია, რომ კიდევ ერთი წევრი „ჭრებალოს მარანი“ შემოუერთდა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონიდან.