PMAG_მა და კოლეჯმა „იბერია“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

PMAG_მა და კოლეჯმა „იბერია“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
2021 წლის 9 ივნისს ა(ა)იპ შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილ კლასტერის მართვის ორგანიზაციასა და სსიპ კოლეჯ „იბერია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობასა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე, რათა ხელი შეწუყონ მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას.

მომავალში, PMAG კლასტერი იზრუნებს პროფესიული კოლეჯის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერაზე და ამ მიზნით ორგანიზებას გაუწევს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. სხვადასხვა აქტუალურ თემებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების გამართვას.

სსიპ კოლეჯი „იბერია“ არის ქართულ (ევროპულ) საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი რეგიონული მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს გაცნობიერებული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა, მათი უნიკალური ინდივიდუალური თავისებურებების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა. კოლეჯი, საქართველოს დინამიური შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს მაღალკვალიფიციურ, კონკურენტუნარიან სპეციალისტებს, ქმნის და ავრცელებს ახალ ცოდნას.

კოლეჯის ვებ-გვერდი: http://iberia.edu.ge/