კლასტერული ანალიზის ევროპულ სამდივნოსთან სიღრმისეული შეფასების წარმატებული ინტერვიუს შემდეგ PMAG კლასტერს გადაეცა „ბრინჯაოს ნიშანი“ - "Cluster Excellence for Striving for Cluster Excellence".
PMAG კლასტერი შეფასტა კლასტერის მენეჯერის ინტერვიუს საფუძველზე, რომელიც ჩატარდა ESCA-ს მიუკერძოებელი ექსპერტის მიერ. ინტერვიუ მოიცავდა 36 ინდიკატორს კლასტერის სტრუქტურის, კლასტერის მენეჯმენტისა და კლასტერის მმართველობის, კლასტერის მენეჯმენტის დაფინანსების, კლასტერის მენეჯმენტის მიერ მოწოდებული მომსახურების, კლასტერში კონტაქტებისა და ურთიერთქმედების, კლასტერის მიღწევებისა და აღიარების შესახებ.
ბრინჯაოს ნიშნის მიღება ადასტურებს, რომ ორგანიზაცია ასრულებს კლასტერის მართვის დაწესებულ ხარისხის კრიტერიუმებს და მზადაა გააუმჯობესოს თავისი მუშაობა და მართვა, და ამით წარმატებას მიაღწიოს. ამ ეტაპისთვის PMAG კლასტერი არის ერთადერთი კლასტერი საქართველოდან, რომელსაც აქვს ECEI ბრინჯაოს ეტიკეტი.
კლასტერის მართვის ორგანიზაციები აერთიანებენ ერთ სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესებს. მათი მიზანია თანამშრომლობის გაფართოება და კომპანიების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს შემფუთველი კომპანიების კლასტერი მოქმედებს 2019 წლის ბოლოდან ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, #EU4Business პროგრამის ფარგლებში