PMAG კლასტერმა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

PMAG კლასტერმა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
13 აპრილს PMAG კლასტერმა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა
(EDEC) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესის
სფეროში შემავალ პროექტებზე, დასაქმების ბაზარზე არსებული საჭიროებების შესახებ
ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების
ორგანიზებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008
წელს დაარსდა და მის პორტფოლიოში უკვე 60-ზე მეტი წარმატებით
განხორციელებული პროექტია. EDEC_ის მისიაა ფორმალური და არაფორმალური
განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა,
პრობლემების მოგვარების მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
განვითარებული ქვეყნების მაგალითები ადასტურებს, რომ საერთო მიზნის მისაღწევად
ერთობლივი ძალისხმევა და კოოპერაცია გაცილებით ეფექტურია, შესაბამისად, PMAG
კლასტერი აქტიურად განაგრძობს სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების
დამყარებას და თანამშრომლობას.

ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://edec.ge/